Friday, May 27, 2016

კალენდარი

პროექტი
პროექტის სახელწოდება: კალენდარი
პროექტის მთავარი იდეა: ისწავლიან ტექსტის დაფორმატება, ჰიპერბმულის მიმაგრება,  word-ში მუშაობა, სურათების ჩასმა, გაფორმება.
პროექტის აქტუალურობა: კალენდარი ყოველ წელს იქმნება, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება.
მართლმადიდებლური კალენდარი
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა თავად შექმნან ყოველდღიურად გამოსაყენებელი კალენდარი, ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ სეზონისთვის დამახასიათებელი სურათები, ჰიპერბმულის მიამაგრონ, უკეთ შეისწავლონ მუშაობა word-ში, ასევე, შექმნილი მასალა განათავსონ ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
ვადები: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები: შეისწავლიან word-ში და ინტერნეტში მუშაობას, ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას და გრაფიკულ მასალას, ისწავლიან ჰიპერლინკების მიმაგრებას, შექმნიან კალენდარს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად.
სეზონების შესაბამისად მოიძიებენ ინფორმაციას და გრაფიკულ მასალას, აღნიშნავენ ყველა თვეში აღნიშნულ დღესასწაულს. შექმნიან როგორც ამოსაბეჭდ, ასევე ინტერნეტ კალენდარს.
საგანთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ის ტექნ.
VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

1.             ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
2.             პროექტის ხელმძღვანელი: თამთა მოსეშვილი
3.             ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamta.moseshvili@gmail.com
4.             პროექტის ბლოგი: http://tamtamoseshvili12.blogspot.com

No comments:

Post a Comment